ქართველ მუსლიმთა კავშირი

ქართველ მუსლიმთა კავშირი განცხადებას ავრცელებს

ქართველ მუსლიმთა კავშირმა, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

"შეშფოთებული ვართ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში მომხდარი ფაქტის გამო, რომელიც ეხება სოფლის ქრისტიანი მოსახლეობის მიერ არასამართლიანად, ამავე სოფლის მუსლიმი მოსახლეობის მეჩეთში ლოცვის შესრულებაზე ხელის შეშლას. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, არამუსლიმი მოსახლეობა მიუვარდა მუსლიმ წინამძღვარს, რომლებმაც მიაყენეს სხვადასხვა სახის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ისინი დაჟინებით ითხოვდნენ მეჩეთის გაუქმებასა და პარასკევობით პარასკევის ლოცვის ჯგუფურად შესრულების გაუქმებას. აღნიშნული ფაქტი მეორე შემთხვევაა ნიგვზიანის შემდეგ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ქართველ მუსლიმთა კავშირი, დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლებას, უფლებადამცველ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"მივმართავთ საქართველოს მთავრობას, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა აღნიშნულმა ფაქტებმა არ მიიღოს სისტემატიური ხასიათი. შესაბამისმა ორგანოებმა უზრუნველყონ საქართველოს კონსტუტიციით აღიარებული სინდისისა და რელიგიის თავისუფლების მხრივ, საქართველოს მოქალქე მუსლიმი მრევლის უფლებების რეალიზება. ვთხოვთ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საერთაშორისო დიპლომატიურ კორპუსს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ და თავიდან ავიცილოთ შესაძლო რელიგიური დაპირისპირება", - ნათქვამია ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადებაში.

შეგახსენებთ, თეთ­რიწ­ყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ წინ­წყა­რო­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი ეკო­მიგ­რან­ტი სვა­ნე­ბი, ასე­ვე ეკო­მიგ­რანტ აჭარ­ლებს რწმე­ნის ნი­ა­დაგ­ზე უპი­რის­პირ­დე­ბი­ან. რო­გორც სოფ­ლის მუს­ლი­მუ­რი სამ­ლოც­ვე­ლოს წი­ნამ­ძღვა­რმა მა­რად გორ­ჯო­მე­ლა­ძემ ტა­ბუ­ლას­თან სა­უ­ბარ­ში განაც­ხა­და, მას სოფ­ლის 40-მდე ქრის­ტი­ა­ნი მო­სახ­ლე ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ორ­ჯერ დახ­ვდა და მის­გან სამ­ლოც­ვე­ლოს გა­უქ­მე­ბა მო­ით­ხო­ვა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი სოფ­ლი­დან გა­სახ­ლე­ბით და­ე­მუქ­რა.

კომენტარები