თვითმმართველობის არჩევნები

არჩევნებზე საინიციატივო ჯგუფებისთვის რეგისტრაციის ვადა გაიზარდა

ცესკო

ცესკოს ცნობით, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საინიციატივო ჯგუფებისთვის რეგისტრაციისა და კანდიდატის წარდგენის ვადები შეიცვალა. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, ზემოაღნიშნული პროცედურისთვის საინიციატივო ჯგუფებს ვადა 10 დღით გაეზარდათ. შესაბამისად, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადად 29 აპრილი განისაზღვრა (საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით - კენჭისყრამდე არაუგვიანეს 47-ე დღისა).

საინიციატივო ჯგუფების მიერ მხარდამჭერთა სიების წარდგენის ბოლო ვადა კი 6 მაისია.

კომენტარები