პუტინი: აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული სპეცსამსახურები არ არიან

რუსული სპეცსამსახურები და ინსტრუქტორები აღმოსავლეთ უკრაინაში არ იმყოფებიან, იქ ადგილობრივები არიან, ამას ყველაზე უკეთ ადასტურებს ის, რომ მათ ნიღბები მოიხსნეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ეთერში მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისას თქვა.

დასავლეთისა და უკრაინის ხელისუფლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურები მოქმედებენ, პუტინი სისულელედ მიიჩნევს.

კომენტარები