გიგი უგულავას საქმე

უგულავა: ივანიშვილი, ღარიბაშვილი და ფარცხალაძე უწესოდ იბრძვიან

"ივანიშვილი, ღარიბაშვილი და ფარცხალაძე უწესოდ იბრძვიან. ჩემი პირადი ამოცანაა, რომ ესენი წესებით დავამარცხო. მზად ვარ ნებისმიერი გამოწვევისთვის”, - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებულ ბრალდებაზე წინასასამართლო სხდომის განახლებამდე.

“დავინახე, რომ ჩემზე გამოცხადებული მორატორიუმი არ ვრცელდება. პროკურატურამ ვენები გადაიჭრა გუშინ, რომ წინასაარჩევნო პოზიციას არ სცნობს. დღეს არ ვიცი, რამდენად იქნება იმავე პოზიციაზე. გუშინ ეტყობოდა, რომ ინსტრუქცია არ ჰქონდა მიცემული, თუმცა ჩემი ვარაუდით, პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხშირად მოვიდე სასამართლოში და ეს ყველაფერი სასამართლოს გადააბრალოს. საარჩევნო ყუთით ქუჩაში გამოცხადებული თავდასხმებით, რომელიც ორკესტრირებულია მთავრობის მხრიდან, ჩვეულებრივი ბრძოლის პოლიგონია ჩემს წინააღმდეგ", - თქვა უგულავამ.

კომენტარები