თორნიკე შენგელია

ჩიკაგო ბულზმა თორნიკე შენგელია გუნდიდან გაუშვა

საქართველოს ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია ჩიგაკო ბულზის ღირსებას აღარ დაიცავს. 22 წლის ქართველს, NBA-ს კლუბმა კონტრაქტი შეუწყვიტა.

შენგელიას ნაცვლად ჩიკაგოში გრეგ სმიტი აიყვანეს, თორნიკეს მომავალი კი ჯერჯერობით უცნობია.

შენგელიამ ჩიკაგო ბულზში თითქმის 3 თვე გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფორვარდმა 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მთლიანობაში 17 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ჩიკაგომდე შენგელია ბრუკლინ ნეტსში თამაშობდა, სადაც ის 2012 წლის დრაფტიდან მოხვდა, როდესაც ფილადელფია სიქსერსმა ქართველი ბრუკლინელებს დაუთმო.

ნეტსში ფორვარდმა 55 მატჩის ჩატარება მოასწრო და საშუალოდ 5,5 წუთში 1,3 ქულას, 1 მოხსნას და 0,4 პასს აგროვებდა.

კომენტარები