აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი ხვალ შეხვდებიან

ზურაბ აბაშიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე პრაღაში გაემგზავრა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შეხვდება.

აბაშიძემ გამგზავრებამდე თქვა, რომ ქართული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა და სრული ინფორმაციის მიღება, თუ როგორ უყურებს რუსეთი ამ დიალოგის პერსპექტივას და, ზოგადად, საქართველოსთან ურთიერთობებს.

"მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ასეთი შეხვედრები წმინდა ინფორმაციული თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, დავაყენებთ საკითხს იმ მწვავე თემებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ გვაწუხებს. მხედველობაში მაქვს საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება, სხვა პრობლემატური საკითხები", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძის თქმით, შეხვედრაზე ასევე აუცილებლად იქნება საუბარი რამდენიმე დღის წინ რუსეთის თვითმფრინავის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზე.

ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა, რომელიც რამდენჯერმე გადაიდო, ხვალ, 16 აპრილს გაიმართება.

კომენტარები