აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

ფანჯიკიძე: აბაშიძესა და კარასინს შორის სასარგებლო შეხვედრა გაიმართება

ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის, რა თქმა უნდა, სასარგებლო შეხვედრა შედგება, - თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.

როგორც ფანჯიკიძე აღნიშნავს, შეხვედრა საინტერესო იმით იქნება, რომ საქართველოს მთავრობა პირველ წყაროდან გაიგებს ინფორმაციას იმის შესახებ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და მის შემდგომ რეზონანსს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისიტროში, როგორ აფასებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ფორმატის მანდატში უსაფრთხოების საკითხები არ არის, ამ საკითხებისთვის გვერდის ავლა ძნელი იქნება“, - აღნიშნავს ფანჯიკიძე.

ფანჯიკიძის თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი შეხვედრას სოჭის ოლიმპიადის შემდეგ გეგმავდნენ, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა და სხვა ფაქტორებმა მისი გადადება გამოიწვია. 

კომენტარები