კრიზისი უკრაინაში

ალასანია: საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე მეტი ზრუნვა მართებს

Irakli Alasania
Tabula

საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე მეტი ზრუნვა მართებს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას აღნიშნა.

ალასანიას თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, მსოფლიო, რეგიონი და, მათ შორის საქართველო, რა გამოწვევების წინაშე დგას.

„აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ინსპირირებული ქმედებები ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია. ბუნებრივია, ამას ვგმობთ და უკრაინის მთავრობას, უკრაინელ ხალხს სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ“, - ამბობს ირაკლი ალასანია.  

ალასანია დარწმუნებულია, რომ სიმართლე გაირკვევა და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით უკრაინა დროთა განმავლობაში ამ მდგომარეობიდან გამოვა.

კომენტარები