NATO

რასმუსენი: ჩვენ ვზრუნავთ აღმოსავლეთ ევროპელ მოკავშირეთა თავდაცვაზე

facebook.com/andersfoghrasmussen

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ანდრეს ფოგ რასმუსენმა, სოფიაში (ბულგარეთი), ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ NATO სამხედრო ზომებს არ განიხილავს, თუმცა ზრუნავს მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის განვითარებაზე და აპირებს აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოებში წვრთნების ჩასატარებლად დამატებითი ქვედანაყოფების განთავსებას. მისივე თქმით NATO-მ, უკვე მიიღო გარკვეული ზომები, განათავსა საჰაერო ტექნიკა პოლონეთისა და რუმინეთში, გააძლიერა საჰაერო თავდაცვა ბალტიის ქვეყნების თავზე და გაამაგრა პოზიციები შავ ზღვაზე. 

"ჩვენ არ განვიხილავთ სამხედრო ზომებს, არამედ მოკავშირეების დაცვაზე ვზრუნავთ და მივიღებთ ყველა აუცილებელ ზომას, რათა დავრწმუნდეთ, რომ თავდაცვა მართლაც ეფექტურია. ნატო იღებს კანონიერ ზომებს იმ არასტაბილურობაზე, რაც რუსეთის ქმედებებმა გამოიწვია. ეს ზომები შეესაბამება ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს და ჩვენს შეთანხმებას რუსეთთან, რომელთა დარღვევასაც თავად რუსეთი განაგრძობს", - განაცხადა რასმუსენმა. 

NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, საჭიროა ასევე დამატებითი ზომების მიღება, რომელსაც უახლოეს დღეებში სამხედრო წარმომადგენლებთან განიხილავენ. 

"მაგრამ ვფიქრობ, უნდა მივიღოთ დამატებითი ზომები, უნდა განვიხილოთ ეს უახლოეს დღეებში ან კვირებში, რეკომენდაციის დონეზე, ჩვენს სამხედრო წარმომადგენლებთან", - აღნიშნა რასმუსენმა. 

კომენტარები