რუსეთი

რუსი დეპუტატები პროკურატურას სსრკ-ის დაშლაში დამნაშავეთა დასჯას სთხოვენ

flickriver.com

რუსეთის სახელწიფო სათათბიროს წევრები აპირებენ, პროკურატურას საბჭოთა კავშირის დაშლის უკანონოდ აღიარებისა და ყველა დამნაშავე პირის, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის გორბაჩოვის პასუხისგებაში მიცემის თხოვნით მიმართონ. ინიციატივის ავტორი მმართველი ედინაია როსიას, კომუნისტური პარტიისა და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ხუთი დეპუტატია.

დეპუტატები თავის მიმართვაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებელ სახელწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ უკანონო იყო და სისხლის სამართლის საქმე მიხაილ გორბაჩოვისა და სხვა დამნაშავე პირების მიმართ უნდა აღიძრას.

კომენტარები