კრიზისი უკრაინაში

რუსეთი მრავალმხრივი მოლაპარაკებებისთვის მზად არის

რუსეთი მზადაა უკრაინის თაობაზე მრავალმხრივი მოლაპარაკებებისთვის, რომელშიც შეერთებული შტატები, ევროკავშირი, მოსკოვი და კიევი მიიღებენ მონაწილეობას. NATO-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთს მოუწოდა, უკან გაიყვანოს უკრაინის საზღვრებთან განლაგებული ჯარები და დაიწყოს დიალოგი უკრაინის ხელისუფლებასთან. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ რუსეთის ნებისმიერ მცდელობას, უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაცია მოახდინოს, რუსეთისთვის დამატებითი საფასური ექნება.

კომენტარები