ისრაელის დელეგაცია

ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილეს, ისრაელის შრომის პარტიის გენერალურ მდივან იეჰილ ხილიკ ბარის შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

”კმაყოფილებით აღინიშნა საქართველო-ისრაელის ურთიერთობების ახალ ფაზაში გადასვლა-უვიზო მიმოსვლის ამოქმედება და გამოითქვა იმედი, რომ ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის, ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროში ურთიერთობების გაფართოებას”, - აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში და აღნიშნავენ, რომ საუბარი შეეხო საგანმანათლებლო და კულტურულ დარგში გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობას.

საქართველოს პრემიერმინისტრმა მადლობა გადაუხადა ისრაელის ქნესეთის დელეგაციას საქართველოში ვიზიტისთვის.

შეხვედრას ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე ბოსთან დორონი, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე დაესწრნენ.

კომენტარები