ყაჩაღობა

ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს

ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალზე ცოტა ხნის წინ თავდასხმა მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

საქართველოს ბანკის პრესსამსახურის ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის თანხის გატანა შეძლო თავდამსხმელმა.

კომენტარები