ასლი: საბურავების ყიდვა გადავიფიქრე, რევოლუციის დაგეგმვაში არ დამადანაშაულონ

დღეს ვგეგმავდი 4 საბურავის ყიდვას ჩემი მანქანისთვის, მაგრამ გადავიფიქრე, რათა რევოლუციის დაგეგმვაში არ დამადანაშაულონ.

ბიზნესმენი ფადი ასლი ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ნათქვამს, რომ ნაციონალური მოძრაობა საქართველოში ევრომადნის მოწყობასა და დესტაბილიზაციის შექმნას გეგმავს. ჭიკაიძემ აღნიშნა, რომ პარტიამ ამისთვის საბურავების ყიდვა უკვე დაიწყო.

კომენტარები