ალექსანდრე ჭიკაიძის ინტერვიუ

ვოლსკი: ნაციონალებს მაინცდამაინც მშვიდობიან გეგმები და აზრები არ აქვთ

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკი ეხმაურება შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას, რომ ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარს ამზადებს და დესტაბილიზაციისთვის ემზადება. მისი თქმით, ზედაპირზე კარგად ჩანს, რომ ნაციონალურ მოძრაობას მაინცდამაინც მშვიდობიან გეგმები და აზრები არ აქვს.

"შსს და შს მინისტრი დარწმუნებული ვარ, რაღაც დამატებით ინფორმაციას ფლობენ, მაგრამ ზედაპირზე - პოლიტიკურ ცხოვრებაში, გინდა საერთაშორისო ურთერთობაში, გინდა საპარლამენტოში, თუნდაც წიკლაურის თემა, თათუხაშვილის უბედურების თემა და ამ თემის მიმართ დამოკიდებულება, პროპაგანდისტული შარავანდედი, რაც ამას ჩამოკიდეს - ვფიქრობ, მრავლისმეტყველია. თუ შეკრიბავ ამ ყველა ინფორმაციას, ზედაპირზე კარგად ჩანს, რომ მაინცდამაინც მშვიდობიან გეგმები და აზრები არ აქვს ნაციონალურ მოძრაობას. იმიტომ, რომ პოზიციები დათმეს საზოგადოებაში, იმიტომ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მათთვის მოულოდნელი წარუმატებლობები სდევს ერთმანეთს. მათში რატომღაც სუფევს ავადმყოფური მისწრაფება ხელისუფლების დაბრუნებისაკენ." - აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები