გიგა ბოკერიას დაკითხვა

ბოკერიამ პროკურატურის შენობა დატოვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივანმა საერთაშორისო საკითხებში, გიგა ბოკერიამ, პროკურატურის შენობა დაახლოებით ერთი საათის წინ საკუთარ ადვოკატთან ერთად დატოვა. 

ბოკერიას დაკითხვა მიმდინარეობდა უშიშროების საბჭოს მიერ გახარჯულ თანხებთან დაკავშირებით. 

გიგა ბოკერიას დაკითხვა პროკურატურაში 15:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით 20:00 საათისთვის დამთავრდა. მისი თქმით დაკითხვამ მშვიდ და კორექტულ გარემოში ჩაიარა. 

ბოკერია და მისი თანაგუნდელები დაკითხვაზე დაბარების ფაქტს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ და ხელისუფლების ღრმა კრიზისს უკავშირებენ, რომელშიც ის იმყოფება წიკლაურისა და თათუხაშვილის საქმეების გამო.

კომენტარები