გიგა ბოკერიას დაკითხვა

ხოშტარია: ხელისუფლება გადავიდა უკანონობის და ძალადობის ძალიან ღია ფორმებზე

ამ საქმის სამართლებრივ მხარეზე საუბარი კომიკურიც კი არის, ძალიან სამწუხარო რომ არ იყოს მთლიანად ქვეყნისთვის. რამდენიმე თვის წინ რუსეთში შექმნილ სერვერზე, არარსებულ საიტზე მოგონილია ისტორია ყველანაირი ავთენტურობის გარეშე - ისტორია, რომელიც დღეს აწყობს ხელისუფლებას. სხვათაშორის, იქ გარეულია პრეზიდენტიც, როგორც ამ პროცესის ერთ-ერთი სავარაუდო მონაწილე. ბუნებრივია, ეს არის კონტექსტის გაგრძელება, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, რომელშიც ხელისუფლება განაგრძობს უკანონობას და ძალადობას საზოგადოების მიმართ. ერთადერთი, მე რაც მაფიქრებს და რაც მაწუხებს, არის ის, რომ ხელისუფლება გადავიდა ამ უკანონობის და ძალადობის ძალიან ღია ფორმებზე და, პრაქტიკულად, არც ფუთავენ ამას, რომ ვიღაცას რაიმე სამართლებრივი პროცესის შთაბეჭდილება დარჩეს. ეს არის ძალიან საზიანო საერთაშორისო თვალსაზრისით, ძალიან საზიანო ქვეყნის შიგნით. ეს გამოიწვევს უფრო დიდ პროტესტს მათი უკანონობის მიმართ და, რა თქმა უნდა, ეს ვერაფრით ვერ დააშინებს იმას, ვინც პროცესში მონაწილეობს იგივე რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, პირიქით. ბუნებრივია, ჩვენ კიდევ უფრო მეტი სიმტკიცით დავიცავთ ხელისუფლების უკანონო თავდასხმას რუსთავი 2-ზე.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ენმ-ის საერთაშორისო მდივნის, გიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით.

კომენტარები