გიგა ბოკერიას დაკითხვა

ბოკერია: დაკითხვაზე ვისაუბრე იმაზე, როგორ ვაფასებ ქვეყანაში არსებულ ვითარებას

მივაწოდე ინფორმაცია იმის თაობაზე, როგორ ვაფასებ ქვეყანაში არსებულ ვითარებას. ეს ვითარება ძალიან მძიმეა, რადგან ეს სამარცხვინო და სასაცილო ეპიზოდი თავისთავად საერთოდ არ იქნებოდა განხილვის ღირსი, რომ არა ის კონტექსტი, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანა არის. რომ არა ის კონტექსტი, რომელშიც რუსთავი 2-ს ემუქრება ხელისყუფლების კონტროლის ხელში გადასვლა, აქტივისტებს ემუქრებათ დაჭერა, პრემიერმინისტრი ღიად მოუწოდებს ტავის მომხრეებს ძალადობისკენ და ლინჩის წესით გასამართლებისკენ. ეს არის ის ძალიან სახიფათო მდგომარეობა ჩვენი კოსნტიტუციური წყობილებისთვის, რომელიც შექმნა ივანიშვილმა. მან ეს მდგომარეობა შექმნა იმიტომ, რომ კარგად ესმის, განწირულია მარცხისთვის შემდეგ არჩევნებში, თუ ეს არჩევნები მინიმალურ სტანდარტებს მაინც დააკმაყოფილებს და თუ ქვეყანაში იქნება ისნტიტუტები, რომელიც მას ძალაუფლების შენარჩუნებაში ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ხელს შეუშლის. ასეთი ინსტიტუტია რუსთავი 2, ასეთი ინსტიტუტია ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც არ არის მისი კონტროლის ქვეშ და ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი, თუ ერთადერთი არა, სამწუხაროდ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვერ გაიყვანოს ივანიშვილმა ქვეყანა კონსტიტუციური სივრციდან. მან უნდა იცოდეს, რომ თუ გააგრძელებს დაჯახებას საზოგადოებასთან, ის ძალიან ცუდად დაამთავრებს. შანსი არ ექნება პასუხისმგებლობას გაექცეს, თუ ის ამ გზას გააგრძელებს.

 

ენმ-ის საერთაშორისო მდივანმა გიგა ბოკერიამ ე.წ. მოდულის შენობა უკვე დატოვა.

კომენტარები