ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
თათუხაშვილის საქმე

თათუხაშვილის ადვოკატი დაცვის ღონისძიების გაუქმების დადგენილებას ასაჯაროებს

პარასკევი, 4 აპრილი, 2014 - 01:46
timer.ge
tbl.ge/x83
დაკოპირდა

შალვა თათუხაშვილის ოჯახის ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი პროკურორის დადგენილებას, თათუხაშვილისთვის დაცვის ღონისძიების გამოყენების შესახებ, აქვეყნებს. ადვოკატის განცხადებით, დადგენილების სამოტივაციო ნაწილში კარგად ჩანს პროკურატურის მცდელობა დაეფარა ჩადენილი დანაშაულების კვალი. 

"საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ შალვა თათუხაშვილი პოლიციამ აღმოაჩინა ლილოში, რის შემდეგაც პოლიციის განყოფილების შენობიდან მიიყვანა თბილისის პროკურატურის შენობაში. ვასაჯაროებ პროკურორის დადგენილებას შალვა თათუხაშვილის დაცვის ღონისძიების გაუქმების შესახებ. დადგენილების სამოტივაციო ნაწილი, უდავოდ მიუთითებს ფაქტზე, რომ პროკურატურა ცდილობდა შ. თათუხაშვილისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სხვა ჩადენილი დანაშაულების კვალის დაფარვას. პროკურატურისგან ვითხოვ რა დაცვის ღონისძიების განხორციელების შესახებ შალვა თათუხაშვილის წერილობითი თანხმობის გასაჯაროებას, უკომენტაროდ გთავაზობთ პროკურორის დადგენილებას დაცვის ღონისძიების გამოყენების გაუქმების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში. 

ზაქარეიშვილის გამოქვეყნებული დადგენილება 2014 წლის 28 თებერვლით არის დათარიღებული. ტაბულა მას უცვლელად გთავაზობთ.

"საქმის მასალებით ირკვევა, თათუხაშვილმა თავდაპირველად გამოხატა თანხმობა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვაზე. მოგვიანებით, მის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების დროს, იგი გაიპარა საცხოვრებელი სახლიდან, შესაბამისად, თავი აარიდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობას, რითაც ფაქტობრივად გამოხატა საკუთარი ნება ხსენებული ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაცვის სპეციალური ღონისძიების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში, ამ ღონისძიებას აუქმებს მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირი, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება დასაცავ პირს.

დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების საფუძველია, ერთის მხრივ ის საფრთხე, რომლის აღსაკვეთადაც გამოიყენება ხსენებული ღონისძიება, ხოლო მეორეს მხრივ, თავად დასაცავი პირის თანხმობა. ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას დასაცავის პირის თანხმობის გარეშე, ხოლო თათუხაშვილმა ნებაყოფლობით აარიდა თავი ამ ღონისძიებაში მონაწილეობას, რაც წარმოადგენს მის უარს ხსენებული ღონისძიების გამოყენებაზე, შესაბამისად, აღარ არსებობს თათუხაშვილის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების საფუძველი", - ნათქვამია დადგენილებაში, რომელსაც ხელს პროკურორი ამირან გელუაშვილი აწერს. 

 

თათუხაშვილის საქმეპროკურატურა

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 7 აპრილი, 2014 - 20:04ადვოკატი: თათუხაშვილის საქმეზე ექპერტიზის დასკვნა გაყალბებულია
  • ორშაბათი, 7 აპრილი, 2014 - 14:58ვოლსკი: ადვოკატი ზაქარეიშვილი თათუხაშვილის ოჯახზე მიჩენილია
  • შაბათი, 5 აპრილი, 2014 - 20:27გოგი თათუხაშვილის მტკიცებით, პროკურატურამ მისი ბრალდებები დაადასტურა
  • შაბათი, 5 აპრილი, 2014 - 14:40წულუკიანს თათუხაშვილის საქმეზე პროკურატურის სიმართლის სჯერა
  • პარასკევი, 4 აპრილი, 2014 - 15:50ადვოკატი: თათუხაშვილს დაზიანებები მკვრივი და ბლაგვი საგნით მიაყენეს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ძველ თბილისში, აბანოში 2 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 23:24

ძველ თბილისში, აბანოში 2 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

სანქტ-პეტერბურგის ფორუმზე რუსეთის მომავლის ცუდი, კარგი და ინერციული სცენარები განიხილეს
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 23:23

სანქტ-პეტერბურგის ფორუმზე რუსეთის მომავლის ცუდი, კარგი და ინერციული სცენარები განიხილეს

ქუთაისში ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 22:55

ქუთაისში ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

რუტე: პუტინს ახლა აღლუმის ჩატარება მხოლოდ ზელენსკის მიერ გამოცემული განკარგულებით შეუძლია
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 21:57

რუტე: პუტინს ახლა აღლუმის ჩატარება მხოლოდ ზელენსკის მიერ გამოცემული განკარგულებით შეუძლია

კაცს, რომელიც არასრულწლოვან გერს აუპატიურებდა, სააპელაციომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 21:35

კაცს, რომელიც არასრულწლოვან გერს აუპატიურებდა, სააპელაციომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა

ყველაზე კითხვადი

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
1მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
2ადვოკატის ცნობით, გულბაათ რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა
3კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
4პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
5უკრაინამ დრონებით დაარტყა რუსულ ბრიგადას, რომელიც ბუჩაში ომის დანაშაულებს ჩადიოდა

ბოლო ვიდეო

ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:00ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში