IRI-ის კვლევა

IRI: 7%-ის აზრით, საქართველოში რუსეთის აგრესია დასრულდა და აღარ განახლდება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოში რუსეთის აგრესია გრძელდება. კითხვაზე, "რუსეთის აგრესია საქართველოში დასრულდა თუ კვლავ გრძელდება", გამოკითხულთა 71%-მა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია გრძელდება. წინა კვლევის თანახმად, აღნიშნულ კითხვას ანალოგიური პასუხი რესპონდენტთა 49%-მა გასცა.

გამოკითხულთა 16% მიიჩნევს, რომ აგრესია დასრულდა, მაგრამ შესაძლოა, განახლდეს, 7%-ის აზრით, დასრულდა და აღარ განახლდება. რესპონდენტთა 6%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

IRI-მ გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 3 992-მა სრულწლოვანმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.

კომენტარები