IRI-ის კვლევა

IRI: გამოკითხულთა 6% თვლის, რომ საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობა აქვს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 97% თვლის, რომ საქართველოს ყველაზე კარგი ურთიერთობა უკრაინასთან აქვს. 94% მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ხოლო 93% - ევროკავშირთან.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, გამოკითხულთა 6% თვლის, რომ საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობა აქვს. აღნიშნული მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით, 6%-თაა შემცირებული.

82% კი მიიჩნევს, რომ საქართველოს რუსეთთან ცუდი ურთიერთობა აქვს. მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 14%-თაა გაზრდილი.

IRI-მ გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 3 992-მა სრულწლოვანმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.

 

კომენტარები