საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხელისუფლების უდიდეს მარცხად 20% შეუსრულებელ დაპირებებს მიიჩნევს. აღნიშნული მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით, 13%-თაა გაზრდილი.
ხელისუფლების მარცხად გამოკითხულთა 5% უმუშევრობას ასახელებს, ხალხის მოტყუებას - 3%, რთულ ეკონომიკურ სიტუციას - 2%.
უმოქმედობას ხელისუფლების მარცხად გამოკითხულთა 2% ასახელებს, არაკომპეტენტურობას ასევე 2%, კრიმინალური სიტუაციის გაუარესებასაც 2%.
ხოლო იმას, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ ვერ შეძლო ნაციონალური მოძრაობის დამარცხება, მარცხად 2% აფასებს.
უკანონო დაპატიმრებას ხელისუფლების მარცხად 1% თვლის.
IRI-მ გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 3 992-მა სრულწლოვანმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.





