საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე ”ძირითადი მოლოდინი ხელისუფლებისგან” პასუხად გამოკითხულთა 26% დასაქმებას ასახელებს.
ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას 14% ელის, კეთილდღეობას ქვეყანაში - 6%, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას - 5%, პენსიის გაზრდას - 4%, დაპირებების შესრულებას კი - 4%.
რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, მას გამოკითხულთა 3% მოელის, სოციალური პრობლემების გადაჭრას - 2%, სოფლის მეურნობის განვითარებას - 2%, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის დარეგულირებას - 2%, სტაბილურობას - 2%, კომუნალური გადასახადების შემცირებას - 1%, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას - 1%.
განათლების გაუმჯობესებას ხელისუფლებისგან გამოკითხულთა მხოლოდ 1% ელოდება.
IRI-მ გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 3 992-მა სრულწლოვანმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.





