საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას და სამოქალაქო სექტორში გადასვლას გამოკითხულთა 36% მკაცრად ეწინააღმდეგება, ხოლო გარკვეულწილად ეწინააღმდეგება 16%.
ივანიშვილის გადაწყვეტილებას გარკვეულწილად მხარს უჭერს 17%, ხოლო სრულად - 19%. 12%-მა კი არ იცის, ან არ აქვს პასუხი აღნიშნულ საკითხზე.
IRI-მ გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 3 992-მა სრულწლოვანმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.





