საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე - რისი გეშინიათ ყველაზე მეტად, გამოკითხულთა 24% ომის საფრთხეს ასახელებს. მაჩვენებელი გასული წელთან შედარებით, 3%-თაა გაზრდილი.
გამოკითხულთა 11%-ს ქვეყანაში მოსალოდნელი არეულობების ეშინია, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის კი - 9%-ს. 7%-ს რუსეთის აგრესიის ეშინია, ხოლო 7% დაკარგულ ტერიტორიებს ასახელებს.
IRI-მ გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 3 992-მა სრულწლოვანმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.





