საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად, რომლის წინაშეც საქართველო დგას, გამოკითხულთა 48% უმუშევრობას ასახელებს.
დაკარგულ ტერიტორიებს მნიშვნელოვან საკითხად გამოკითხულთა 19% მიიჩნევს, ხოლო ეკონომიკურ მდგომარეობას - 15%. ასევე, არასტაბილურობას - 3%, სოციალურ პრობლემებს - 2%, რუსეთთან ურთიერთობას ასევე 2%.
კითხვაზე - ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რის წინაშეც შენი ოჯახი დგას, გამოკითხულთა 43% უმუშევრობას პასუხობს. მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას - 16% ასახელებს, დაბალ ხელფასს - 6%, სოციალური და ჯანმრთელობის პრობლემები 3-3% აქვთ.
IRI-მ გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 18 წელს გადაცილებულმა 3 992 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.





