NATO-ს მინისტერიალი

ალიანსის წევრები უკრაინის კრიზისს განიხილავენ

ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო, რომლის მთავარი თემები უკრაინის კრიზისი და ნატო-რუსეთის ურთიერთობებია. 28 ქვეყნის მინისტრი დღის ბოლოს სპეციალურ განცხადებასაც შეიმუშავებს. მინისტერიალის დაწყებამდე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთს უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანასა და დიალოგისკენ მოუწოდა.

"ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ წინსვლის საუკეთესო გზა პოლიტიკური და დიპლომატიური დიალოგია. სამწუხაროდ, ვერ დავადასტურებ იმას, რომ რუსეთს თავისი ჯარები უკან გაჰყავს. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. სამხედრო ძალის ასეთი მასირებული თავმოყრა ხელს ვერ შეუწყობს სიტუაციის დეესკალაციას და ამიტომ კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს უკან დაწიოს საკუთარი ძალები, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და დაიწყოს დიალოგი უკრაინის ხელისუფლებასთან" - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა. 

კომენტარები