NATO-საქართველოს ურთიერთობა

ბრიუსელში NATO- საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ალიანსის საქართველოსთან ურთიერთობას განიხილავენ. ბრიუსელში NATO-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართებარომელშიც მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მიიღებს. NATO-ს მინისტერიალის ერთ-ერთი მთავარი თემა NATO-ს უკრაინისადმი მხარდაჭერა და ალიანსის რუსეთთან ურთიერთობები იქნება. ღონისძიების პირველი დღე მთლიანად უკრაინას მიეძღვნება. 28 ქვეყნის მინისტრი დღის ბოლოს სპეციალურ განცხადებასაც შეიმუშავებს. NATO-ს მინისტერიალი ბრიუსელში ორ დღეს გაგრძელდება.

„ჩვენ გვექნება NATO-საქართველოს კომისიის სხდომა, გარდა ამისა, მე მონაწილეობას მივიღებ ISAF-ის  სხდომაში. ორმხრივი შეხვედრებიც მექნება. შეხვედრები ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კიდევ რამდენიმე კოლეგასთან მექნება და საუბარი, რასაკვირველია, საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესზე გვექნება“, - აცხადებს ფანჯიკიძე.  

 

კომენტარები