თავდასხმა ნუგზარ წიკლაურზე

ხიდაშელი: ხელისუფლების ინტერესშია, წიკლაურის საქმე უსწრაფესად გამოიძიოს

თინა ხიდაშელი
primetimenews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტის სწრაფად გამოძიება ხელისუფლების ინტერესებშია.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. აუცილებლად უნდა დადგინდეს პასუხისმგებელი პირები. ნებისმიერი ადამიანის ფიზიკური შეურაცხყოფა არის სახელმწიფოს უსწრაფესი რეაგირების საგანი, მაგრამ როდესაც დეპუტატს ეხება საქმე, საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო მაღალია. ხელისუფლების ინტერესებშია უსწრაფესად იყოს გამოძიებული ეს საქმე და დადგინდნენ პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამაში", - თქვა ხიდაშელმა.

ნაციონალური მოძრაობის წევრს, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს გვიან ღამით ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატის თქმით, მას სახლთან სამი მანქანით რამდენიმე ნიღბიანი დახვდა, რომლებმაც მისი გატაცება სცადეს. წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს.

კომენტარები