შალვა თათუხაშვილის საქმე

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი შალვა თათუხაშვილის საქმეს სწავლობს

radiotavisupleba.ge/

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი შალვა თათუხაშვილის საქმეს სწავლობს - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.

"ჩემთვის პირადად შოკისმომგვრელი იყო ის კადრები, რომლებიც ვიხილე. რამდენიმე დღეა, დაწყებული გვაქვს საქმის შესწავლა. როგორც ცნობილია, მალე იქნება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ყველა კითხვაზე გაიცემა პასუხი" - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ფოტოები გუშინ გავრცელდა. ფოტოებზე თათუხაშვილს ძალადობის კვალი აღენიშნება. თათუხაშვილის ოჯახი გარდაცვალების მიზეზად სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლას ასახელებს. 

კომენტარები