სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

კობახიძე: სააკაშვილი პასუხისმგებლობას თავს არიდებს

news.ge

პარლამენტის ვიცესპიკერის მანანა კობახიძის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე უარის თქმა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა.

"როცა უარს ამბობ, სასამართლოს მეშვეობით ელექტრონული ტექნიკის გამოყენებით, ქვეყანაში ჩამოუსვლელად კითხვებზე პასუხის გაცემაზე, ეს პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებაა. არა მგონია, მიხეილ სააკაშვილის ამგვარი დამოკიდებულება გასაგები იყოს დემოკრატიული ქვეყნებისათვის და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. კანონზე მაღლა არავინ დგას და თუკი სააკაშვილს სურს იმის დადასტურება, რომ ის, როგორც ყოფილი პრეზიდენტი ამ ქვეყნის მიმართ გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობს, უნდა მისცეს ჩვენებები და უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან", - განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.

ცნობისთვის, მთავარ პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილი მოწმის სახით დაკითხვაზე გუშინ, 13:00-ზე უნდა გამოცხადებულიყო. როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა რამდენჯერმე აღნიშნა, ის საქართველოში არ ჩამოვიდა. გუშინ საღამოს, მთავარმა პროკურატურამ მას ტექნიკური საშუალებებით, დისტანციური დაკითხვა შესთავაზა, რაზეც სააკაშვილმა ასევე უარი თქვა.

კომენტარები