სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

ხადური: თუ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, გაჩნდება მეტი ეჭვი, რაც არავის აწყობს

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, თუ კითხვებს, რომლებიც გამოძიებას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან აქვს, პასუხი არ გაეცა, მეტი ეჭვი გაჩნდება. მისივე თქმით, მეტი ეჭვი არავის არ აწყობს.

"ყველა ადამიანი ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან. მე შეგახსენებთ მათი ხელისუფლების დროს არსებულ ძალიან ბევრ ვიდეოკლიპს, სადაც ისინი მოქალაქეებს მოუწოდებდნენ ითანამშრომლონ გამოძიებასთან. მე ვფიქრობ, რომ კითხვები, რომლებიც არის, ძალიან მძიმე კითხვებია და ამ კითხვებს სჭირდება პასუხის გაცემა. თუ პასუხი არ გაეცა, მაშინ იქნება უფრო მეტი ეჭვი, რაც მგონი, არავის აწყობს", - განაცხადა ხადურმა.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა. სააკაშვილი საგამოძიებო ორგანოში დღეს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, ყოფილმა პრეზიდენტმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს.

კომენტარები