ზურაბ ჟვანიას საქმე

პრემიერი ნდობის ჯგუფის შექმნაზე: იგივეა, ცხვრის ფარას დაუყენო მწყემსად მგელი

როგორ შეიძლება ადამიანებს ნდობის ჯგუფი შეუქმნა, რომლებიც ცხრა წლის განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში, მათ ხელში იყო გამოძიება, მათ ხელში იყო ყველაფერი და თუ მათ გამოძიება უნდოდათ რეალურად, გამოეძიებინათ. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ცხვრის ფარას დაუყენო მწყემსად მგელი. ასეთ შეფასებას გავაკეთებდი. რა თქმა უნდა, არანაირი ნდობის ჯგუფი არ შეიქმნება და, მით უმეტეს, რა თქმა უნდა, ნაციონალების მონაწილეობით. ეს არის სრული აბსურდი.

განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენმ-ის ინიციატივაზე, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ნდობის ჯგუფი შეიქმნას.

კომენტარები