მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ

სააკაშვილი: თუ ეს გაზით მოწამვლა არ იყო, ექსჰუმაციით დადგინდება

www.chveniambebi.info

”თუ ეს არ იყო გაზით მოწამვლა, დადგინდება ექსჰუმაციით”,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში განაცხადა. სააკაშვილმა ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.
"ჯერ ერთი, გამოაქვეყნონ  FBI-ის დასკვნა, რას მიედ-მოედებიან. ბოდიში, ფარცხალაძის დასკვნა არის სრულყოფილი და პრეზიდენტ ბუშის გამოგზავნილი FBI-ის დასკვნა არ არის სრულყოფილი? ორი გზა არის: მსოფლიოს საუკეთესო სააგენტოს ცხელ კვალზე გაკეთებული დასკვნის გამოქვეყნება და ექსჰუმაცია, რომელიც ეგრევე დაადგენს, იყო თუ არა რაიმე ძალადობრივი იქ. დამთავრდება ყველა კითხვა. ნამდვილად ვწუხვარ, რომ ამას ჩემს მეგობარზე ვამბობ, მაგრამ ესენი თამაშობენ ამ თამაშს”, - განაცხადა სააკაშვილმა. 

კომენტარები