საქართველოს პარლამენტი

უცენზურო პერფორმანსი პარლამენტში ზურაბ ქარუმიძის მხარდასაჭერად

არმური

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრის წარმომადგენელმა გიორგი ხასაიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა სხდომაზე ზურაბ ქარუმიძის ნაწარმოებიდან - "მელია-ტულეფია" უცენზურო ამონარიდები წაიკითხა. გიორგი ხასაიას თქმით, მან ამ ფორმით მწერლის დეპუტატების მხრიდან მარგინალიზაციის მცდელობა გააპროტესტა. ხასაიას პერფორმანსი შეაწყვეტინეს და სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

"ეს არის ერთგვარი მხარდაჭერა ზურას მიმართ. ჩვენ ვართ სამარცხვინო ფაქტის მომსწრე, როდესაც ხდება კარგი ქართველი მწერლის მარგინალიზაცია და ამას ხვდება დუმილით, მათ შორის, პარლამენტარების ის ნაწილიც, ვისგანაც არ ველოდით. საშიში ტენდენციაა, როგორ ხდება მწერლის წიგნიდან უკონტექსტოდ ამოგლეჯილი ფრაგმენტების საფუძველზე მისი მარგინალიზაცია", - თქვა გიორგი ხასაიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ქარუმიძე ბრიტანეთის ელჩობის კანდიდატი იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც ქარუმიძეს დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი დაუპირისპირდა, მისი კანდიდატურა აღარ განუხილავთ.

კომენტარები