უკრაინის კრიზისი

МГИМО -ს პროფესორი რუსული აგრესიის დაგმობისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს

breakingnews.sy

მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის (МГИМО) ფილოსოფიის კათედრის პროფესორი ანდრეი ზუბოვი სამსახურიდან უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაგმობისთვის გაათავისუფლეს. ამის შესახებ თავად ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ ცნობაშია ნათქვამი.

კერძოდ, ინსტიტუტის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ ზუბოვის განცხადებები და ინტერვიუები, რომელიც უკრაინაში რუსეთის ქმედებებს აკრიტიკებდა, „ეწინააღმდეგება რუსეთის საგარეოპოლიტიკურ კურსს" და „ხელს უშლის სწავლა-განათლების და აღმზრდელობით პროცესს".

ამის გამო, ინსტიტუტიც ხელმძღვანელობის განცხადებით, მან ზუბოვთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. МГИМО რუსეთის საგარეო  საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება. 

 

კომენტარები