საქართველოს ევროინტეგრაცია

პეტრიაშვილი: ჩვენი მოთხოვნაა, დაჩქარდეს NATO-ში გაწევრიანების პროცესი

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ქართული მხარის მოთხოვნაა დაჩქარდეს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გახსნის და NATO-ში გაწევრიანების პროცესი. ამის შესახებ პეტრიაშვილმა ბრიუსელში, მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებული ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრებუს შემდეგ აღნიშნა. პეტრიაშვილი გერმანიის, ბრიტანეთის და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროების მაღალჩინოსნებს შეხვდა.

"მიდის ძალიან ინტენსიური მსჯელობა როგორც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის, ისე ევროკავშირის ორგანიზაციის შიგნით, თუ რა შეიძლება იყოს კიდევ, დამატებითი ნაბიჯები. ეს, რა თქმა უნდა, უნდა იყოს მიღწეული კონსენსუსის გზით. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაჩქარდეს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესი, დაჩქარდეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გახსნის პროცესი და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ამ ორგანიზაციებში საყოველთაო მხარდაჭერა გვექნება" - განაცხადა პეტრიაშვილმა.

კომენტარები