სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

ჭიაბერაშვილი: დღეის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა უგუნურობაა

2012 წლის 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილისთვის ხმის მიცემას ჰქონდა, ჩემი აზრით, არასწორი, მაგრამ მაინც ლეგიტიმური საფუძველი.

2013 წლის 27 ოქტომბერს ივანიშვილის მიერ შერჩეული მარგველაშვილისათვის ხმის მიცემასაც, ვერ დავეთანხმები, მაგრამ გავიგებ.

აი, დღევანდელი დღის შემდეგ, როდესაც პუტინის დავალებით ივანიშვილმა ყველა ზღვარი გადალახა და უკრაინის მოვლენების, რუსეთის მხრიდან საქართველოსათვის პრობლემების შექმნის მორიგი ტალღის მაღალი ალბათობის ფონზე პროკურატურაში დასაკითხად დაიბარა პრეზიდენტი სააკაშვილი, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა არათუ არასწორია, არამედ არალეგიტიმური, და ბოდიშს მოვიხდი ასეთი მკვეთრი შეფასებისთვის, უგუნურიცაა.

ყველას, ვინც დღეის შემდეგ შეეცდება დაგვიმტკიცოს, რომ ივანიშვილი საქართველოს უკეთესი მომავლისათვის მოქმედებს, არის უსინდისო, ნამუსგარეცხილი მატყურა და პრობლემების წინაშე მდგარი ქართული სახელმწიფოს მოღალატე.

წერს კახეთის ყოფილი გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარების შეფასებისას.

კომენტარები