ნოვრუზ ბაირამი

სახალხო დამცველი აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს

radiotavisupleba.ge/

სახალხო დამცველი აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, ასევე იმ ადამიანებს, ვინც დღევანდელ დღეს აღნიშნავს, ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაულს ულოცავს.

"ნოვრუზი გაზაფხულის შემოსვლასა და სიცოცხლის განახლებასთანაა დაკავშირებული. დღეს საქართველოში ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაულია. ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნა ტრადიციად იქცა და ეს დღე საერთო სახალხო დღესასწაულადაა გამოცხადებული. 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა, ხოლო 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. ვუსურვებდი ყველას, რომ ამ დღესასწაულის სიხარულს სითბო და სასიკეთო ცვლილებები მოეტანოს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში", - ნათქვამია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.

კომენტარები