ივანიშვილი: 17 მაისს ირაკლიმ ივაჟკაცა, რომ აარიდა ხალხი ცემა-ტყეპას

მაინც მოახერხა სახელმწიფომ, რომ არ იცემა ეს ხალხი [LGBT პირები]. და ეს იყო პირველი შემთხვევა, პრაქტიკულად. ივაჟკაცა იქაც ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც თვითონ ხელმძღვანელობდა ამ პროცესს. მახსოვს, მთავრობის სხდომა მიმყავდა, ხან ირაკლის ვურეკავდი, მეუფე იაკობთანაც მქონდა სატელეფონო ზარები და ა.შ. ვცდილობდი, რომ ეს პროცესები დარეგულირებულიყო, მეც და ირაკლიმაც ივაჟკაცა, რომ აარიდა ეს ხალხი ცემა-ტყეპას.

გადაცემაში პოლიტიკის დრო ჟურნალისტმა ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის 20 თებერვლის ადამიანის უფლებათა შესახებ ყოველწლიური ანგარიში შეახსენა, სადაც საქართველოში LGBT პირთა მიმართ გაზრდილ ძალადობაზეა საუბარი.

კომენტარები