სასამართლო რეფორმა

კუბლაშვილი: იუსტიციის სამინისტრო სასამართლო ხელისუფლებაში ერევა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი იუსტიციის სამინისტროს ახალ ინიციატივას უარყოფითად აფასებს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის დადგენის უფლების პარლამენტისთვის გადაცემას კუბლაშვილი სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევად მიიჩნევს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, ერთადერთი რისი დაშვებაც შეიძლება, არის ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის საკითხი კონსტიტუციით განისაზღვროს.

კოტე კუბლაშვილი იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთ ინიციატივას ეხმიანება, რომელიც უზენაეს სასამართლოში საკასაციო სარჩელების დასაშვებობის სისტემის გადახედვას ითვალისწინებს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მტკიცებით, მოქმედი პრინციპი თანამედროვე მსოფლიო სტანდარტის მიხედვით არის ჩამოყალიბებული.

გუშინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის წინაშე საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარადგინა. პროექტის თანახმად, თუ მოქალაქე მიიჩნევს, რომ სასამართლომ მის მიმართ უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა, ეს უზენაეს სასამართლოში საკასაციო სარჩელის განსახილველად საკმარისი საფუძველი იქნება.

კომენტარები