ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ დღეს გოკა გაბაშვილმა განაცხადა. საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოპონენტების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებულ დევნას, მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს.
გაბაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიერ არჩეული გზა სრულიად შეაჩერებს საქართველოში დემოკრატიული არჩევნების პროცესს. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ არ შეწყდება პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური ზეწოლის შემცველი ღია განცხადებები, ეს არჩევნები მშვიდობიანად ვერ ჩაივლის და ვერც დემოკრატიულად შეფასდება.
"დღევანდელი ბრიფინგით, გვინდა გავაფრთხილოთ ხელისუფლება, რომ მის მიერ მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეზი იქითკენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისკენ წავიდეს პოლიტიკური ოპონენტის შეზღუდვის, დევნის და დაჭერების მიმართულებით, არის ის გზა, რომელიც ამ ხელისუფლებას ნამდვილად კატასტროფამდე მიიყვანს", - თქვა გაბაშვილმა.





