უკრაინის კრიზისი

ლავროვი უკრაინასთან დიალოგის პირობებს აყენებს

ლავროვი
novinite.com

რუსეთი მზადაა დიალოგისთვის უკრაინის მოქმედ ხელისუფლებასთან, იმ პირობით, თუ რუსეთს კონფლიქტის მხარედ არ განიხილავენ, – ამის შესახებ, ინტერფაქსის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, „დიალოგი პატიოსანი და პარტნიორული უნდა იყოს, კონფლიქტის მხარედ ჩვენი წარმოჩენის მცდელობების გარეშე, როგორც ამას ჩვენი ზოგიერთი პარტნიორი ცდილობს".

ამავე დროს, ლავროვმა განაცხადა, რომ აუცილებელია შესრულდეს პრეზიდენტ იანუკოვიჩის და ოპოზიციის ლიდერების მიერ 21 თებერვას ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც იანუკოვიჩის თანამდებობაზე დეკემბრამდე დარჩენას და ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარებას ითვალისწინებს.

კომენტარები