თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზს განმარტავს

თბილისის აეროპორტი

6 მარტს, გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. აეროპორტში განმარტავენ, რომ დილის 03:28 წუთზე ძაბვის ვარდნის გამო, აეროპორტის ელექტრომომარაგების სისტემა თავდაცვის რეჟიმზე გადაირთო.

აღნიშნული ინციდენტის გამო მიმდინარე რეისები დროებით შეფერხდა. აეროპორტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სრული ელექტრომომარაგება ეტაპობრივად მალევე აღდგა და აეროპორტის ფუნქციონირება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.

კომენტარები