თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

თვითმფრინავი, რომლის გამოც თბილისის აეროპორტში საგანგებო ვითარება გამოცხადდა, დაფრინდა

თბილისი-ვენის რეისის თვითმფრინავი, რომლის გამოც აეროპორტში საგანგებო ვითარება გამოცხადდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის გაუმართაობის გამო საგანგებო ვითარება იყო გამოცხადებული. 

თბილისი-ვენის რეისის თვითმფრინავმა აფრენის შემდეგ ვერ შეძლო შასის, ანუ თვითმფრინავის დაშვებისთვისა და აფრენისთვის საჭირო ბორბლების მექანიზმის დახურვა. 

თვითმფრინავმა თბილისის თავზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იფრინა და საბოლოოდ მშვიდობიანად დაშვება შეძლო.

ინფორმაცია შასის პრობლემასთან დაკავშირებით დაადასტურა აირზენას წარმომადგენელმა. რეისი რამდენიმე საათით გადაიდო. 

კომენტარები