რეზოლუცია უკრაინაზე

საქართველოს პარლამენტში უკრაინის შესახებ რეზოლუცია ვერ მიიღეს

საქართველოს პარლამენტში უკრაინის შესახებ რეზოლუცია ვერ მიიღეს.

უმრავლესობასა და უმცირესობას რიგით მესამე კანონპროექტის საკუთარი ვერსიები აქვთ. გოკა გაბაშვილის განცხადებით უმცირესობის კანონპროექტის ვერსიის ჩავარდნის მიზეზი ორი პუნქტი გახდა, პირველი - საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭიროს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც მიღებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. მეორე - ყირიმის საკითხს მიებას საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი.

როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, უმრავლესობის ნაწილი მხარს უჭერენ მათ ვარიანტს. არის ნაწილი რომელიც კანონპროექტის უფრო შერბილებულ ფორმას ითხოვს.

ამ წუთებში პარლამენტში, კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან მიმდინარეობს.

 

 

კომენტარები