ვითარება უკრაინაში

ალასანია: ეს პოლიტიკა გამოიწვევს უკუშედეგს რუსეთისთვის

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას შეფასებით, რუსეთის მხრიდან სამხედრო ინტერვენცია და აგრესია უკრაინაში, მსოფლიოს პრაქტიკულად აბრუნებს ცივ ომში. ამასთან, ალასანია მიიჩნევს, რომ "ეს პოლიტიკა გამოიწვევს უკუშედეგს რუსეთის ფედერაციისთვის".

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება დგამს ყველა საჭირო დიპლომატიურ და პრაგმატულ ნაბიჯს იმისთვის, რომ ესკალაცია არ გადაიზარდოს რეგიონულ კონფლიქტში, სადაც საქართველო იქნება ჩართული.

კომენტარები