ევროკავშირი

შტეფან ფულე: თუ რუსეთი გააგრძელებს აგრესიას, გამიზნულ ზომებს მივიღებთ

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე დღეს საქართველოში ვიზიტისას გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გადაწყდა, რომ თუ რუსეთი გააგრძელებს აგრესიას, გამიზნულ ზომებს მიიღებენ. უკრაინის ევროპულ არჩევანს და ტერიტორიულ მთლიანობას დღეს საქართველოს მინიტრთა კაბინეტის წევრებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თუ საჭირო იქნება, საქართველო მზად არის უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს.

"ჩვენ ყველა დიდი შეშფოთებით ვაკვირდებოდით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. ერთი რამ ცხადია: ევრომაიდნის დემონსტრანტები არ იბრძოდნენ სავაჭრო ხელშეკრულებისთვის, ისინი იბრძონენ სხვანაირი ცხოვრებისთვის, კორუფციის წინააღმდეგ, რომ პირველ ადგილას მოქალაქეები არიან. მათ იცოდნენ, რომ ეს ხელშეკრულება ამას მოიტანდა და ამიტომაც იყო ასეთი მათი რეაქცია, როცა მათმა ლიდერებმა გადაწყვეტილება შეცვალეს", - განაცხადა ფულემ. 

კომენტარები