ვითარება უკრაინაში

მარგველაშვილი: არა მგონია, პუტინის ინტერესში სიტუაციის ომამდე მიყვანა იყოს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

”მე არა მგონია რომ ვინმეს ინტერესში, მათ შორის პუტინის ინტერესშიც იყოს რაიმენაირად სიტუაციის ომამდე მიყვანა”,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გადაცემა სუბიექტურ აზრში განაცხადა. მარგველაშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  უკრაინა ამ ეტაპზე არის ძალიან რთული ვითარების პირისპირ, იმიტომ რომ , იქ  რუსი ჯარისკაცები   მოქმედებენ.

”ჯერჯერობით ყირიმში არის სიმშვიდე. იქ ძალიან საინტერესო პროცესი ვითარდება როდესაც რეალურად სამხედროები იდგნენ ერთმანეთის საპირისპიროდ და საბედნიეროდ არაფერი არ მომხდარა. ეს პროცესი ამჯერად ყირიმში არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ იქ მოხდება სამხედრო დაპირისპირება, თუმცა უკრაინა ამ ეტაპზე არის ძალიან რთული ვითარების პირისპირ, იმიტომ რომ რეალურად იქ მოქმედებენ რუსი ჯარისკაცები. ჯარისკაცები ქვეყნისა, რომელშიც ამ ეტაპზე იმყოფება იანუკოვიჩი ერთის მხრივ  და რომლის ხელისუფლებაც არ ცნობს იქ კიევში მოქმედ ხელისუფლებას. ეს არის თავისთავად ძალიან მძიმე სიტუაცია. მე არა მგონია რომ ვინმეს ინტერესში, მათ შორის პუტინის ინტერესშიც იყოს რაიმენაირად სიტუაციის ომამდე მიყვანა. მე არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება მის ინტერესში”,-განაცხადა პრეზიდენტმა. 

კომენტარები