ვითარება უკრაინაში

ირაკლი ალასანია უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

mod.gov.ge

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იგორ ტენიუხმა და ირაკლი ალასანიამ უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს.

"საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ არსებული მდგომარეობის განმუხტვა მშვიდობიანი გზით მოხდება. მხარეებმა საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპეტივებზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მუდმივ კავშირზე იქნებიან", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის, უკრაინელ კოლეგას ანდრი დეშჩიცას ტელეფონით გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც ესაუბრა.

კომენტარები